ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შეუშავებულია ორგანიზაცია "სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ". იგი მიზნად ისახავს აგრარული განათლების სექტორის პოპულარიზაცია-გაძლიერებას და პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას საქართველოში. 

ოლიმპიადის კონცეფცია ორიენტირებულია როგორც სპეციალისტების, ასევე სტუდენტების და ფერმერების ცოდნის შეფასება-წარმოჩენა-გაძლიერებაზე, დასაქმების სექტორისათვის აქტუალურ აგრარულ დარგებში.

ნაციონალურ შრომის ბაზარზე ყველაზე აქტუალური აგრარული დარგების (პროფესიული კომპეტენციების) იდენტიფიცირება ხორციელდება ორგანიზაცია "სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის" და მისი პარტნიორების მიერ, შრომის ბაზრის სექტორში განხორციელებული კვლევების საფუძველზე, საგანმანათლებლო და ბიზნეს-სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში ცოდნის შეფასება წარმოებს სირთულის მიხედვით სორტირებული ტესტების საშუალებით. ტესტების ავტორია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. ოლიმპიადაში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ ოლიმპიადის ორგანიზატორების და სპონსორების მიერ დაწესებულ სხვადასხვა სახის პრიზებს. გარდა ამისა, იწარმოებს გამარჯვებული მონაწილეების პოპულარიზაცია-წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით, მას-მედიის და ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება.

ოლიმპიადის კონცეფციის ავტორი და მისი ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).